მოვისმინეთ ინტელის მიერ ჩატარებული ტრენინგ- კურსები, რომელიც მიზნად ისახავს პროექტის დაგეგმვასა და გამოყენებას სასწავლო პროცესში, რომ გაიზარდოს მოსწავლეთა დაინტერესება და სწავლების ხარისხის ამაღლება.
ვიმსჯელეთ პროექტებსა და მის დანიშნულებაზე, შევასრულეთ I მოდულის შესაბამისი დავალებები. მოვისმინეთ სრულყოფილი ინფორმაცია პროექტების დაგაგმვის, მოსალოდნელი პრობლემების, განხორციელების საკითხების და პროექტის შესაძლო შედეგების შესახებ.
დაწვრილებით განვიხილეთ თითოეული მოთხოვნის შინაარსი, გავეცანით პროექტის დაგეგმვის, რესურსების და განსახორციელებელი საკითხების შანბლონებს. დავამუშავეთ საგნის სტანდარტი და 21-ე საუკუნის მოთხოვნები, და მოვარგეთ ისინი ჩვენს მიერ მოფიქრებულ პროექტს.
No comments:
Post a Comment